ნომრის პორტირება

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

ნომრის პორტირება

ნომრის პორტირება საშუალებას გაძლევს ბილაინის აბონენტი გახდე იმავე ნომრით, რომლითაც სარგებლობ.

 

ნომრის პორტირებისთვის საჭიროა ნომრის იურიდიული მფლობელი ეწვიოს ბილაინის ნებისმიერ მაღაზიას, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შეავსოს განაცხადის სპეციალური ფორმა.

 

პორტირება მოხდება 1-დან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

ნომრის პორტირება უფასოა.

 

პორტირება ვერ შესრულდება, თუ:

 

  • ნომერი არ არის გაფორმებული იმ პიროვნებაზე, ვინც შეავსო განაცხადი.
  • თუ პორტირების მსურველ პირს უკვე აქვს დაწერილი განცხადება სხვა მიმღებ ოპერატორთან პორტირებაზე, იგივე სააბონენტო ნომრით.
  • ნომერზე ფიქსირდება დავალიანება.
  • ნომრის შეძენიდან არ გასულა 30 დღე.
  • უკანასკნელი პორტირებიდან არ გასულა 30 დღე.

 

გთხოვ, გაითვალისწინო:

 

  • პორტირებულ ნომერზე ნარჩუნდება მხოლოდ ძირითადი ბალანსი, სხვა ქსელში ჩართული მომსახურებები არ გადადის.
  • პორტირებული ნომრის გაუქმების შემთხვევაში, ნომერი უბრუნდება მის მფლობელ ოპერატორს.
  • ნომრის პორტირება შესაძლებელია ნებისმიერი სიხშირით, მთავარია ბოლო პორტირებიდან გასული იყოს 30 დღე.
  • ნომრის პორტირებაზე მოთხოვნის გაუქმება შესაძლებელია პორტაციამდე 1 საათით ადრე. ამისათვის, აუცილებელია ნომრის იურიდიული მფლობელი ეწვიოს ბილაინის ნებისმიერ მაღაზიას.

 

ბილაინის ქსელიდან სხვა ქსელში პორტირებისთვის საჭიროა, ნომრის იურიდიული მფლობელი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ეწვიოს მიმღები ოპერატორის მომსახურების ოფისს და შეავსოს შესაბამისი განაცხადი.