ინტერნეტ პაკეტების დახურვა

ინტერნეტ პაკეტების დახურვა

ძვირფასო აბონენტებო

 

გაცნობებთ, რომ 2 აპრილიდან უქმდება შემდეგი ინტერნეტ პაკეტების აქტივაცია: 1GB 4 ლარად, 2GB 5 ლარად, 4GB 9 ლარად, 10GB 15 ლარად, 30GB 25 ლარად და აპლიკაციის შეთავაზება 3GB 5 ლარად.  იმ შემთხვევაში, თუ უკვე ჩართული გაქვთ ამ პაკეტებიდან ერთ-ერთი, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებთ პაკეტის გამოყენებას. ვადის გასლისას, ასევე სტანდარტულად იმუშავებს პაკეტის ავტომატური გაგრძელების ფუნქცია. შეგახსენებთ, რომ ამისთვის სისტემას ბალანსზე საკმარისი თანხა საჭიროა დახვდეს პაკეტის მოქმედების 30-ე დღის ზუსტად იმ საათზე, რომელზეც მოხდა პაკეტის ჩართვა წინა თვეში. 30-ე დღეს, ბალანსზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, სისტემა 5 დღის განმავლობაში დაელოდება მის შევსებას პაკეტის თავიდან გასააქტიურებლად. თუ აღნიშნული 5 დღის მანძილზეც არ შეივსება ბალანსი საკმარისი თანხით, მოხდება პაკეტის დეაქტივაცია, რის შემდეგაც ზემოთ ჩამოთვლილი ინტერნეტ პაკეტების აქტივაცია აღარ იქნება შესაძლებელი. სხვა ინტერნეტ პაკეტების სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბილაინის ვებგვერდს ან აპლიკაციას.

 

ბილაინის სხვა ინტერნეტ პაკეტების სანახავად გადადი ბმულზე.