ნომრის პორტირება

ნომრის პორტირება საშუალებას გაძლევს ბილაინის აბონენტი გახდე იმავე ნომრით, რომლითაც სარგებლობ.
ნომრის პორტირება შესაძლებელია როგორც ონლაინ ისე ბილაინის მაღაზიაში ვიზიტით.
ონლაინ პორტირებისას განაცხადის შევსება ხდება ბილაინის ვებგვერდიდან. მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს სიმ ბარათის ტიპი (ფიზიკური ან eSIM-ი), რომლითაც ისარგებლებს პორტირების შემდეგ. ფიზიკური სიმ ბარათის არჩევის შემთხვევაში, ახალი სიმ ბარათის მისაღებად, აბონენტს შეუძლია ეწვიოს ბილაინის მაღაზიას, ან ისარგებლოს საკურიერო სერვისით.
ბილაინის მაღაზიაში ვიზიტის შემთხვევაში, პორტირების განაცხადის შევსება ხდება ადგილზე.
როგორც ონლაინ, ისე მაღაზიაში, განაცხადი საჭიროა შეავსოს ნომრის იურიდიულმა მფლობელმა და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
პორტირება მოხდება 1-დან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
ნომრის პორტირება უფასოა.
eSIM-ის საფასური შეადგენს 5 ₾.
საკურიერო სერვისით სარგებლობის ღირებულება -4 ₾-დან 15 ₾-მდე, ადგილმდებარეობის შესაბამისად. მიტანის პერიოდი -2-5 სამუშაო დღე.
პორტირების მსურველ პირს გადაეცემა ბილაინის ქსელში ჩართული დროებითი სააბონენტო ნომერი. პორტირების შემდეგ, აღნიშნული ნომერი უქმდება და იმავე სიმ ბარათზე ხორციელდება დასაპორტირებელი ნომრის გადატანა.
პორტირებაზე უარის მიღების შემთხვევაში, აბონენტისთვის გადაცემული დროებითი ნომერი, მის მფლობელობაში რჩება.
პორტირება ვერ შესრულდება, თუ:
- ნომერი არ არის გაფორმებული იმ პიროვნებაზე, ვინც შეავსო განაცხადი.
- თუ პორტირების მსურველ პირს უკვე აქვს დაწერილი განცხადება სხვა მიმღებ ოპერატორთან პორტირებაზე, იგივე სააბონენტო ნომრით.
- ნომერზე ფიქსირდება დავალიანება.
- ნომრის შეძენიდან/გადაფორმებიდან არ გასულა 30 დღე.
- უკანასკნელი პორტირებიდან არ გასულა 30 დღე.
გთხოვ, გაითვალისწინო:
- პორტირებულ ნომერზე ნარჩუნდება მხოლოდ ძირითადი ბალანსი, სხვა ქსელში ჩართული მომსახურებები არ გადადის.
- პორტირებული ნომრის გაუქმების შემთხვევაში, ნომერი უბრუნდება მის მფლობელ ოპერატორს.
- ნომრის პორტირება შესაძლებელია ნებისმიერი სიხშირით, მთავარია ბოლო პორტირებიდან გასული იყოს 30 დღე.
- ნომრის პორტირებაზე მოთხოვნის გაუქმება შესაძლებელია პორტაციამდე 1 საათით ადრე. ამისათვის, აუცილებელია ნომრის იურიდიული მფლობელი ეწვიოს ბილაინის ნებისმიერ მაღაზიას.
- პორტირებამდე აუცილებლია დაიფაროს ნომერზე არსებული ყველა დავალიანება, მათ შორის ისეთიც, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს ნომერზე პორტირების შემდგომ პერიოდში, მომსახურების პირობის შესაბამისად.
- ონლაინ პორტირება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. კორპორატიულმა მომხმარებლებმა აუცილებელია მიმართონ კორპორატიულ განყოფილებას.
ბილაინის ქსელიდან სხვა ქსელში პორტირებისთვის საჭიროა, ნომრის იურიდიული მფლობელი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ეწვიოს მიმღები ოპერატორის მომსახურების ოფისს და შეავსოს შესაბამისი განაცხადი.