Flight TV-ს სერვისი ბილაინის აბონენტებისთვის

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

Flight TV-ს სერვისი ბილაინის აბონენტებისთვის

ბილაინი იწყებს პარტნიორობას საერთაშორისო პლატფორმა Fight TV-სთან, რომელიც გთავაზობს სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ხელოვნების (კრივი, MMA, კიკბოქსინგი და სხვა) შეჯიბრებების ექსკლუზიურ ვიდეო კონტენტს. 

 

პარტნიორობის ფარგლებში, Fight TV-ის სერვისი შეგიძლია გამოიწერო დღეში მხოლოდ 1 ₾. სერვისით სარგებლობისთვის:

 

  • დარწმუნდი, რომ ჩართული გაქვს მობილური ინტერნეტი და არა Wi-Fi;
  • ეწვიე Fight TV-ის პლატფორმას, გაეცანი პირობებს და გამოიწერე მომსახურება;
  • გააქტიურების შემთხვევაში, პორტალზე წვდომასა და სერვისით სარგებლობას შეძლებ დღეში მხოლოდ 1 ₾.  მომსახურების საფასურის ჩამოჭრა მოხდება შენი მობილური ნომრის ბალანსიდან;
  • გამოწერის გაუქმებისთვის, გადადი შენი ანგარიშის ბმულზე (მობილური ინტერნეტის და არა Wi-Fi-ს დახმარებით), რომელიც მიიღე SMS-ით და დააჭირე “Unsubscribe” ღილაკს.