ბილაინი მის აბონენტ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს შეღავათიან ინტერნეტპაკეტს - „დისტანციური სწავლების პაკეტი“

მედიაცენტრი

ბილაინი მის აბონენტ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს შეღავათიან ინტერნეტპაკეტს - „დისტანციური სწავლების პაკეტი“

20 იანვარი, 2021 - საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრმა - ბილაინმა, ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რის საფუძველზეც ბილაინის აბონენტები - საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე (ივნისი) შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.

 

მემორანდუმის თანახმად, ბილაინის აბონენტ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილური ინტერნეტის შეძენა 10 ლარად შეუძლიათ. აღნიშნული პაკეტი ექსპერტების მიერ განისაზღვრა როგორც საკმარისი ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტში რესურსების მოსაძიებლად.

 

პროგრამით სარგებლობისთვის, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS)  მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, უნდა დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა 30 დღეა და  ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება.

 

____________________________________________________________________________________

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

""