ბილაინს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

მედიაცენტრი

ბილაინს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

თბილისი, 15 მარტი, 2021 - საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრმა, ბილაინმა ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ განაცხადა. კომპანიას დღეიდან ლაშა ტაბიძე უხელმძღვანელებს. ლაშა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესის აღმასრულებელია, მათ შორის ბოლო 10 წელი მან ტელეკომუნიკაციების სექტორში გაატარა. გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე, ლაშას ბილაინში ეკავა ბიზნესოპერაციების დირექტორისა და კომერციული დირექტორის პოზიციები. ანჯეი მალინოვსკი, რომელიც ბილაინს თითქმის 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ვიონი ჯგუფში შემავალი კომპანიის, ბილაინი უზბეკეთის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

ლაშას მოღვაწეობა ბილაინში 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის კომპანიას კომერციული დირექტორის რანგში შეუერთდა, ხოლო 2018 წელს ბიზნესოპერაციების დირექტორის პოზიციაზე დაწინაურდა. ბილაინში გადმოსვლამდე, ლაშა მუშაობდა „სს სარაჯიშვილში“ კომერციული დირექტორის პოზიციაზე, ხოლო მანამდე წამყვან პოსტებზე, მათ შორის ბიზნესის განვითარების დირექტორის რანგში, არაერთ კომპანიაში.

 

 

 

 

____________________________________________________________________________________

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

""