ბილაინის მაღაზიებში თვითმომსახურების თანამედროვე ტერმინალები დამონტაჟდა

მედიაცენტრი

ბილაინის მაღაზიებში თვითმომსახურების თანამედროვე ტერმინალები დამონტაჟდა

 

აბონენტებს ბილაინის მომსახურების მიღება დამოუკიდებლად, მოლარე-ოპერატორის გარეშე შეუძლიათ

 

თბილისი, 6 აპრილი, 2021 - საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრმა, ბილაინმა მაღაზიებში თვითმომსახურების თანამედროვე ციფრული ტერმინალები დაამონტაჟა, რომლებიც მომხმარებელს აძლევენ შესაძლებლობას, მარტივად და სწრაფად, მოლარე-ოპერატორის ჩართულობის გარეშე: გაიქტიუროს ბილაინის ნებისმიერი პროდუქტი, შეავსოს ბალანსი, მიიღოს სრული ინფორმაცია სხვადასხვა პაკეტისა და ტარიფის შესახებ, მოძებნოს და შეარჩიოს სასურველი ნომერი, მოახდინოს უნაღდო ანგარიშსწორება, ან მიიღოს რიგის ნომერი მოლარე-ოპერატორთან გადამისამართებისთვის. ბილაინის ციფრული ტერმინალები ადგილობრივი ტელეკომუნიკაციის ბაზრისთვის სიახლეა და ანალოგი არ აქვს.

 

თვითმომსახურების ახალი ტერმინალები ბოლო ტექნოლოგიის მიხედვითაა აწყობილი, გამოირჩევა თანამედროვე დიდი ეკრანით და დახვეწილი მენუთი, რაც ბილაინის მომსახურების მიღებას მნიშვნელოვნად ამარტივებს და კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.  ტერმინალი აწვდის მომხმარებელს ინფორმაციას პროდუქტების შესახებ, მათ შორის სპეციალური შეთავაზებებისა და მიმდინარე აქციების თაობაზე. ტერმინალით მომხმარებელს შეუძლია როგორც უნაღდო ანგარიშსწორება - ერთი და რამდენიმე პროდუქტის არჩევისას, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებაც, რა შემთხევაშიც აბონენტის მიერ არჩეული პროდუქტი უფიქსირდება მაღაზიაში მყოფ მოლარე-ოპერატორს და  შეძენის პროცესის დასრულება მასთან ხდება. აღსანიშნავია ნომრის შეძენის მომსახურებაც - მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაფილტროს ნომრები კატეგორიითა და ინდექსით, ან ძიების ველში პირდაპირ ჩაწეროს სასურველი ნომერი.

 

სადღეისოდ, ტერმინალები განთავსებულია ბილაინის მაღაზიებში თბილისში - რუსთაველის გამზირზე და გლდანში. თბილისის სხვა უბნებში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში  ტერმინალები ეტაპობრივად დამონტაჟდება.

 

ციფრული პროდუქტებისა და ეკოსისტემის მუდმივი განვითარება ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის მიზანია შექმნას და გააუმჯობესოს აბონენტების საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტები, მიცეს მომხმარებელს ახალი გამოცდილება და გაუმარტივოს ყოველდღიურობა.

 

 

____________________________________________________________________________________

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

 

 

„ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

""