კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ

 

„ვიონი საქართველო“-ს (ბრენდი ბილაინი) მეშვეობით პირველი მობილური ზარი 2007 წლის 15 მარტს  განხორციელდა. მას შემდეგ კომპანია დინამიურად ვითარდება და სადღეისოდ მის 1.3 მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz უსადენო მომსახურებით.

 

„ვიონი საქართველო“ შედის წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში VEON-ი, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (ნიუ იორკი) და Euronext-ის (ამსტერდამი) საფონდო ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს მსოფლიოს 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრული მომსახურებას.

  

„ვიონი საქართველოს“ მიზანია, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მეშვეობით მომხმარებელს გაუხსნას გზა ციფრულ სფეროში და გაუმარტივოს ორიენტაცია ამ სულ უფრო სწრაფად განვითარებად სამყაროში. კომპანიის პრიორიტეტია ისეთი  პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა, რომლებიც რეალურად დაეხმარებათ ადამიანებს ყოველდღიური საჭიროებების გადაწყვეტაში და დასახული მიზნების მიღწევაში.

""