მნიშვნელოვანი ინფორმაცია

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ჰაკერულმა ჯგუფმა (GNG) შეაღწია ბილაინის მონაცემთა ბაზაში და მოიპოვა ბილაინის მომხმარებლების 1.5 მლნ ტელეფონის ნომერი.

 

ეს ინფორმაცია არის მცდარი. ბილაინის მომხმარებელთა მონაცემების მოპოვება არ მომხდარა. აბონენტთა მონაცემები ჩვენს კომპანიას დაცული აქვს ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების თანახმად.

 

არ დაიჯეროთ სხვადასხვა ჯგუფების მიერ გავრცელებული ცნობა წარმატებული კიბერშეტევის თაობაზე და იყავით მშვიდად, რომ თქვენი მონაცემები სრულად დაცულია. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ენდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოდის უშუალოდ ჩვენგან. ჩვენი უსაფრთხოების სისტემები მუდმივ მონიტორინგს აწარმოებენ და კომპანია უმალვე შეიტყობს კიბერშეტევის ნებისმიერი მცდელობის შესახებ.

 

შეკითვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოგვმართეთ სატელეფონო ცენტრში ნომერზე 110101. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ონლაინ ჩატის მეშვეობით ყოველდღე, 09:00-დან 22:00 საათამდე.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა